ყახაზეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა გაიმარჯვა. "ბიბისის" ცნობით, ყახაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარ შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ნაზარბაევმა არჩევნებში მონაწილეთა ხმათა 97,7 პროცენტი დააგროვა.
მისმა კონკურენტმა, კომუნისტური პარტიის კანდიდატმა, ტურგუნ სიზდიკოვმა 1,6 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა აბელგაზი კუსაინოვმა მხოლოდ 0,07 პროცენტის მოპოვება შეძლო.
არჩევნების საბოლოო შედეგები 3 მაისამდე გამოცხადდება.
ყახაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა, რამდენიმე თვის წინ ყაზახეთის სახალხო კრების საბჭომ არჩევნების წელს გამართვა მოითხოვა.
ყახაზეთს ნურსულთან ნაზარბაევი უკვე 25 წელზე მეტია მართავს. არასამთავრობო ორგანიზაციები მას ოპოზიციის მუდმივ ზეწოლაში ადანაშაულებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.