ზურაბ პოლოლიკაშვილი: თვალნათლივ გამოჩნდა, თუ რამდენად დიდია საქართველოს როლი მსოფლიო ტურიზმის განვითარების მხრივ
14-09-2017, 05:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად და თვალნათლივ გამოჩნდა, თუ რამდენად დიდია საქართველოს როლი მსოფლიო ტურიზმის განვითარების მხრივ. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული დღე არის. ეს არის პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გამარჯვება“, განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მისი კანდიდატურის UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახლადარჩეულმა გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის მოქმედ გენერალურ მდივანს, ტალებ რიფაის და წევრ სახელმწიფოებს მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის და ხაზი გაუსვა წევრი სახელმწიფოების ერთიანობის მნიშვნელობას.

 

 

„დიდი მადლობა თითოეულ წევრ სახელმწიფოს, მინდა დაგპირდეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი გამარჯვება, ეს ამ ორგანიზაციის გამარჯვებაა. გპირდებით, რომ ჩვენ ერთად ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი... ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვართ ძმები, დები, ბევრმა ქვეყანამ აღნიშნა ეს და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიმუშავებთ ერთად, ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი", განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

 


მან ასევე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას - პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და ვიცე პრემიერ მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს.

 

 

„პირადად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პრემიერ-მინისტრს. მისი და ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის თაოსნობით განხორციელდა ეს მართლაც რომ ძალიან დიდი მიღწევა. ამ პროცესში იყო ჩართული ძალიან ბევრი ადამიანი. რომ არა ასეთი ერთსულოვნება და ერთად დგომა, ძალიან რთული იქნებოდა ამ ძალიან დიდი მიზნის მიღწევა“, განაცხადა ახალარჩეულმა გენერალურმა მდივანმა.


კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი