სულ მცირე 24 სტუდენტი და მასწავლებელი დაიღუპა მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში რელიგიურ სკოლაში გაჩენილი ხანძრის შედეგად.
ტაჰფიზ დარულ ყურან იტიფაყიას სკოლაში ცეცხლი ხუთშაბათ დილის საათებში გაჩნდა.
მოსწავლეები და მასწავლებლები თავიანთ საერთო საცხოვრებელში მოემწყვდნენ, რადგან ფანჯრებზე რკინის გისოსები იყო შემოვლებული და იქედან გამოსვლა შეუძლებელი გახდა.
„ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში მომხდარ ხანძრებს შორის ქვეყნის ყველაზე დიდი უბედურებაა“, განუცხადა სააგენტო AFP-ს სახანძრო-სამაშველო სამსახურის დირექტორმა ხირუდინ დრაჰმანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.