აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში ავიაციის მეშვეობით ფართობების შეწამვლა მიმდინარეობს.
ჭალადიდში მიმდინარე ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია გაეცნენ.
„აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მომზადებული სტრატეგიის შესაბამისად ხორციელდება. სამოქმედო გეგმის თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტო ქიმიურ წამლობას საკარმიდამო ნაკვეთებსა და დასახლებული პუნქტების მიმდებარედ არსებულ ნარგავებში ივნისიდან ატარებს. მას შემდეგ, რაც მავნებლის გავრცელება ისეთ დიდ მასივებში აღინიშნა, სადაც შესაძლებელია საავიაციო წამლობის ჩატარება, ღონისძიებებში ავიაცია ჩაერთო. პარალელურად, იქ სადაც საავიაციო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია, მავნებლის წინააღმდეგ შეწამვლითი ღონისძიებები სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკით, სამანქანე აგრეგატებით გრძელდება. ამ ეტაპზე, ხობის მუნიციპალიტეტში 4500 ჰექტარი მიწის ნაკვეთია შეწამლული", აღნიშნულია ხობის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.