ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, „მობილური ექსტენციის“ პროექტის ფარგლებში „სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ მეცნიერთა ჯგუფი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს.
ხობის გამგეობის ცნობით, შეხვედრებს ორგანიზებას ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები უწევდნენ.
„ჭალადიდის, ქარიატის, შუა ხორგისა და პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრებზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების პერიოდულობა, მეთოდები და ვადები განიხილეს.
შეხვედრაზე დამსწრე პირებს ჰქონდათ შესაძლებლობა ენახათ ვიდეო მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიკური ღონისძიებების შესახებ. ფერმერებს, ასევე მიეწოდათ ინფორმაცია თხილის მავნებელ-დაავადებებისაგან დაცვის ფენოკალენდარული სქემის თაობაზე“, აღნიშნულია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.