„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა წარადგინა.
„ის ყოველთვის იდგა საქართველოს გადარჩენისათვის ბრძოლის ბარიკადებზე და ასეთი იქნება ის მაშინაც, როდესაც თქვენი ნებით გახდება თბილისი მერი. ვინმე დაგჩაგრავთ? გუგავა მოვა, თქვენ არ დაგჭირდებათ მისვლა. ავად გახდებით? გუგავა მოვა. ბანკი მოვა გამოსასახლებლად? გუგავა მოვა. წყალი გასკდება? გუგავა მოვა. გზა გაითხრება - გუგავა მოვა. რამე გაჭირვება გექნებათ? გუგავა იქნება თქვენს გვერდით. თქვენ არ დაგჭირდებათ მისვლა, რიგში ჩადგომა, საშვის აღება, დაცვის კორდონების გადალახვა", განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
გიორგი გუგავას თქმით, ის საზოგადოებას, არსებული მთავრობის თვითნებობის აღმოფხვრაში დაეხმარება.
„ამ ბრძოლაში მე ვიქნები თქვენი „ავი მუსაიფი“ ოლიგარქიის წინააღმდეგ. ეს არ იქნება მერის პოსტისთვის ბრძოლა. ეს იქნება ღირსების ბრძოლა. ჩვენ მზად ვართ, იმ ადამიანებთან ერთად, ღირსეულ ადამიანებთან ერთად, ვინც ვერ ეგუება ამ უსამართლობას, ამ უკანონობას, თანამედროვე მონობას და მზად არიან საბრძოლველად, მზად არიან არ შეარჩინონ, მათთან ერთად დავიწყოთ რეჟიმის შეცვლა,“ განაცხადა გიორგი გუგავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.