საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ საწვრთნელ ცენტრ ნორიოს სწავლების რაიონში სადაზვერვო ქვედანაყოფების სიტუაციური საველე სწავლება „ნორიო 2017“ მიმდინარეობს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შემაჯამებელი სწავლება შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის ორგანიზებით ტარდება.
„სწავლების მესამე ფაზა პრაქტიკულ ნაწილს დაეთმო. სამხედროებმა ჩასაფრებისა და სადაზვერვო ოპერაციები განახორციელეს. აქტიურ ფაზამდე მათ სწავლების დაგეგმვისა და მომზადების ეტაპები გაიარეს, ხოლო მეოთხე ფაზა პროცესის შემდგომ განხილვას გულისხმობს.
სწავლება მიზნად სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობას დაქვემდებარებული სადაზვერვო ქვედანაყოფების ამოცანაზე ორიენტირებული დავალებების შესრულების უნარების სრულყოფასა და საბრძოლო მომზადების დონის შეფასებას ისახავს.
სწავლებაში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის პირადი შემადგენლობა, შეიარაღებული ძალების I ქვეითი და IV მექანიზებული, ასევე საარტილერიო ბრიგადების სადაზვერვო ქვედანაყოფები, ასევე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დამკირვებელ-შემფასებლები მონაწილეობდნენ.
სამდღიანი სიტუაციური საველე სწავლება ხვალ დასრულდება“, აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.