კახა კალაძე: უნდა ავუხსნათ ახალგაზრდებს, რომ სწორი, ჯანსაღი ცხოვრება მნიშვნელოვანია
14-09-2017, 09:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პოპულარიზაციას გავუწევ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ამაზე იმიტომ არ ვსაუბრობ, რომ ჩემი ცხოვრება სპორტთან და ფეხბურთთან არის დაკავშირებული. ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტული, ჯანსაღი ცხოვრება“ აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სპორტის ფედერაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.

 


პარტიის პრესსამსახურის ცნობით, კახა კალაძე ფედერაციების საჭიროებებს გაეცნო და ხაზი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივას გაუსვა.

 


„მაქვს შესაძლებლობა, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პროექტები ერთად მივიტანოთ ცენტრალურ მთავრობასთან, სპორტის სამინისტროსთან. შეიძლება ეს პირდაპირ მერიის ფუნქცია არ იყოს, თუმცა მე მზად ვარ, მთავრობასთან ერთად გავიარო ყველა პრობლემატური საკითხი. ვილაპარაკოთ ამაზე, წარმოადგინეთ თქვენი ხედვები, პროექტები, რათა უფრო მეტი ადამიანი დავაინტერესოთ, ასაკის მიუხედავად. შეიძლება ყველა ვერ გამოვიდეს პროფესიონალი სპორტსმენი, მაგრამ უნდა ავუხსნათ ახალგაზრდებს, რომ სწორი, ჯანსაღი ცხოვრება მნიშვნელოვანია და უკვე ასაკშიც გვეხმარება“ განაცხადა კახა კალაძემ.

 


თბილისის მერობის კანდიდატმა სპორტის ფედერაციების წარმომადგენლებს საკუთარი ხედვები, მათ შორის, სპორტის განვითარებისა და ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო.

 


„ქალაქის ყველა რაიონში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები აშენდება, რათა ყველა თაობის ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, ივარჯიშოს. ასეთი კომპლექსები დღეს კერძოა და ბევრს არ აქვს ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა. ეს იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი მუნიციპალური პროექტი,“ აღნიშნა კახა კალაძემ.

 


მისი თქმით, ეკოლოგიური გამოწვევების დაძლევა, გამონაბოლქვის შემცირება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის.

 


შეხვედრას ფიგურული სრიალის, სნოუბორდის, სამთო-სათხილამურო სპორტის, ტრამპლინიდან ხტომის და ფრისთაილის ფედერაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი