კახა კალაძის საარჩევნო სლოგანის ამსახველი ბანერი „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ სპორტსმენებმა მყინვარწვერზე აიტანეს
14-09-2017, 10:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართველმა სპორტსმენებმა, კახა კალაძის მხარდაჭერის ნიშნად, მისი საარჩევნო სლოგანის ამსახველი ბანერი მყინვარწვერზე აიტანეს.

 

 

ბანერებს სლოგანით - „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ ქართველი მთამსვლელები, ასევე, ავსტრიისა და შვეიცარიის ალპებშიც განათავსებენ - ამის შესახებ სნოუბორდის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან მშვილდაძემ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატისა და სპორტის ფედერაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე განაცხადა.

 


შეხვედრას ფიგურული სრიალის, სნოუბორდის, სამთო-სათხილამურო სპორტის, ტრამპლინიდან ხტომის და ფრისთაილის ფედერაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, კახა კალაძემ მათ ქალაქის განვითარების ხედვა, მათ შორის, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სპორტის პოპულარიზაციის მიმართულებით დასახული გეგმები გააცნო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი