ფოთის მოსახლეობას ცენტრის უბნის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინეს
14-09-2017, 11:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ცენტრის უბნის ამომრჩეველს შეხვდა.

 


პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე გოჩა კურდღელია მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო და მათ ცენტრის უბანში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები ოლეგ ნაჭყებია და დავით კვიციანი წარუდგინა.

 


როგორც გოჩა კურდღელიამ ადგილობრივებთან შეხვედრაზე აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში, ქალაქში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. კერძოდ, დასრულდა 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტი, რისთვისაც 22 მლნ ლარი დაიხარჯა.

 


აწარმოე საქართველოს" ფარგლებში, წელს ორი სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობა დაიწყო, რომელიც წლის ბოლომდე უნდა ამუშავდეს. ფირმა აჭარა-ტექსტილი" უკვე წელს, 1500-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას გეგმავს, ხოლო სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 3000-ს მიაღწევს. აღნიშნული საწარმოს პროდუქცია საექსპორტო გახდება", აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

 


მისივე თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, ქალაქის ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარებას გეგმავს.

 


ჩემი საარჩევნო პროგრამა თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული. შესაბამისად, მზად ვარ, თქვენგან წამოსულ ჯანსაღ ინიციატივებს მხარი დავუჭირო", განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი