შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ რუსეთში აშშ-ის საკონსულოს პერსონალისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილი გაუქმებულია.
„ჩვენ ვგეგმავთ ამ საკითხის წამოწევას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში“, უთხრა სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
უფრო ადრე ქალაქ ეკატერინბურგში სახელმწიფო ავტოინსპექციის ინიციატივით ის საგზაო ნიშნები ჩამოხსნეს, რომელიც ამერიკელ და ბრიტანელ დიპლომატებს საშუალებას აძლევდა გზის სავალ ნაწილზე ავტომანქანების პარკირება მოეხდინათ.
სანკტ-პეტერბურგში კი აშშ-ის გენერალური საკონსულოს შენობასთან არალეგალური პარკირების ადგილას ფეხით გადასასვლელის და ავტომანქანების მოსაბრუნებელი საგზაო ნიშნები გაჩნდა.
ვლადივოსტოკის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა „რია ნოვოსტის“ ასევე აცნობა, რომ ვლადივოსტოკში, აშშ-ის გენერალური საკუნსულოს შენობის წინ, პუშკინის ქუჩაზე ბეტონის ბლოკები აღებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.