სულ მცირე 60 ადამიანია მოკლული ორი თავდასხმის შედეგად სამხრეთ ერაყში. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პირველი თავდასხმისას დიყარის პროვინციის ქალაქ ნასირიაში თვითმკვლელმა თავის ქამარი ააფეთქა, რის შემდეგაც გზის გვერდით მდებარე რესტორნიდან შეიარაღებულმა მამაკაცებმა ცეცხლი გახსნეს.
მალევე საგუშაგოსთან ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა.
თავდასხმები ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ განახორციელა. გავრცელებული ცნობებით, დაღუპულთა შორის ირანელები არიან.

თავდასხმებისას დაზიანებები 80-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ბევრი მათგანის მდგომარეობა სერიოზულია და ოფიციოზის ცნობით, გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.