გიორგი კვირიკაშვილი: ქართველები ზოგჯერ სუფრის წესებს უკეთ იცავენ, ვიდრე საგზაო მოძრაობისას - ხანდახან მეჩვენება, რომ საქართველოში თამადობა სჯობია პრემიერ მინისტრობას
15-09-2017, 01:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ჩვენთვის და პირველ რიგში მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოსათვის ნამდვილად ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობისთვის. ვგულისხმობ მეღვინეობის აკვნის - საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიების მეღვინეობის ციტადელში - ბორდოში ჩატარებას, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირკაშვილმა ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გამართულ ოფიციალურ ვახშამზე გააკეთა.

 


„ჩვენ ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა, რათა წარმოგვედგინა უძველესი კულტურის მქონე ქვეყანა - საქართველო, რომელსაც მეღვინეობის 8 000-წლიანი ისტორია აქვს. ხშირად ამბობენ, რომ ქართველებს ვენებში სისხლის ნაცვლად ღვინო უჩქეფთ. მინდა აღვნიშნო, რომ ქართული კულტურა ასევე გამსჭვალულია მეღვინეობის ელემენტებით. ღვინო გვხდება ყველგან - მუსიკაში, პოეზიაში, ფრესკებში, ქართულ ორნამენტებში.

 


მართლაც, ის ფაქტი, რომ ჩვენ დავდგით ქვევრი - თიხის ისტორიული ჭურჭელი, რომელიც ღვინის დასაყენებლად გამოიყენება, წარმოადგენს ქართველების მრავალსაუკუნოვანი ოცნების გამოძახილს. "იუნესკომ" ქვევრი აღიარა და ის შეიტანა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. ქართველებისთვის კი ქვევრი ბევრად მეტს ნიშნავს.

 


გარდა ამისა, ქართული სუფრა - ეს არი სოციალური თანაარსებობის კიდევ ერთი წმინდა ქართული სახე. ის შედგება ოთხი მთავარი კომპონენტისგან: კერძები, ღვინო, სიმღერა და სადღეგრძელო.

 


თამადა ნებისმიერი სუფრის მეთაურია. სუფრაზე დაცულია სადღეგრძელოების მკაცრად გაწერილი თანმიმდევრობა და წესი. ქართველები ზოგჯერ სუფრის წესებს უკეთ იცავენ, ვიდრე - საგზაო მოძრაობისას. ამიტომაც, ხანდახან მეჩვენება, რომ საქართველოში თამადობა სჯობია პრემიერ მინისტრობას.

 


მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ქართველები ღვინოს სვამენ არა მხოლოდ ამ ცხოვრებაში, არამედ მის შემდეგაც - არქეოლოგიური გათხრების შედეგად სამარხებში აღმოჩენილია დიდი რაოდენობის ღვინის ჭურჭელი.

 


ამდენად, მოხარული ვარ, მოგიწვიოთ ჩვენს ქვეყანაში. ქართველები ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანი ერია მსოფლიოში. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არიან ისინი ასე ერთგული თავიანთი რელიგიისა, არის ის, რომ ღვინო ზიარების ძირითადი კომპონენტია.

 


დიდი მადლობა.  ნება მომეცით, მოგიწვიოთ საქართველოში, რათა დააგემოვნოთ ქართული ღვინო, როგორც საქართველოს ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი.

 


დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისა და საქართველოს მეგობრობისათვის", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი