„საფრანგეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი, ბორდოს მერი ალან ჟუპე დემოკრატიული განვითარების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მიესალმება“
15-09-2017, 01:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი, ბორდოს მერი ალან ჟუპე დემოკრატიული განვითარების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მიესალმება, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება ალან ჟუპემ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას გააკეთა.

 

 

პრემიერმა ბორდოს მერს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, ყოფილიყო პირველი ქვეყანა, რომელიც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში ქართული ღვინის განსაკუთრებულ სახეობებს მსოფლიოს წარუდგენს. გიორგი კვირიკაშვილმა ალან ჟუპე საქართველოში მიიწვია.

 


ბორდოს მერმა საუბრისას, ასევე გაიხსენა საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტი ღვინის ცივილიზაციის ქალაქის" ინაუგურაციაზე და მას ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 


შეხვედრა ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში, ქართული გამოფენის - „საქართველო - მეღვინეობის აკვანი" გახსნის შემდეგ გაიმართა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი