საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიაში ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების ევროპულ ცენტრში გამართულ სემინარს დაესწრო
15-09-2017, 02:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიაში, ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების ევროპულ ცენტრში გამართულ სემინარზე, ქართველმა, უკრაინელმა და მოლდოველმა დეპუტატებმა, ამერიკელ და ევროპულ პარტნიორებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.

 

 

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სემინარზე დისკუსია გაიმართა რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებსა და საფრთხეებზე, რუსეთის მიერ სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციაზე, ენერგეტიკული და ინფორმაციული პოლიტიკის ზეწოლის ბერკეტების გამოყენებაზე.

 


„კანონმდებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებების, მათ შორის, ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე, აუცილებელია არსებული თანამშრომლობის ფორმატების გაფართოება, კოორდინაციის გაუმჯობესება და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება.

 

 

ღონისძიებაზე, ასევე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ევროპის უსაფრთხოების გარემო და ევროკავშირის გლობალური სტრატეგია, კანონმდებლების როლი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სტრატეგიული კომუნიკაცია, ნატო-ს როლი აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გამტკიცებაში.

 

 

საერთაშორისო სემინარს საპარლამენტო დელეგაცია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით დაესწრო. სემინარში მონაწილეობა კომიტეტის წევრებმა - ირაკლი ბერიამ, ბექა ოდიშარიამ, ოთარ ჩრდილელმა, ირაკლი შიოლაშვილმა და ცოტნე ზურაბიანმა მიიღეს.

 

 

სემინარი ამერიკული მხარის ორგანიზებით და მხარდაჭერით გაიმართა“, აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი