ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს შორის ტარიფების საკითხის გამო, კულუარული დაპირიპირებაა. ამის შესახებ მან გაზეთ ,,კვირის ქრონიკასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
,,პრემიერ-მინისტრსა და ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს შორის კულუარული დაპირისპირება ჩემთვისაც ცნობილია, ისინი ერთმანეთს ტარიფების თემის გამო უპირისპირდებიან. მე ვიცი, რომ ენერგეტიკის სამინისტროს გარშემო არის ჯგუფები, რომლებიც ტარიფების საკითხს განაგებენ და ითხოვენ, რომ ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფი გაიზარდოს, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ხშირ შემთხვევაში არ მესმის ენერგეტიკის სამინისტროს პოზიცია, რატომ ეთანხმება კალაძე ტარიფების მომატების მსურველებს?“,- აღნიშნავს არეშიძე.
მისივე თქმით, კახა კალაძე სახელმწიფოს წარმომადგენელია და მას აქვს ბერკეტები, რომ ეს საკითხები სალაპარაკო არ გახადოს.
ამასთან, არეშიძე აღნიშნავს, რომ ვიდრე კალაძე და ღარიბაშვილი თანამდებობებს ინარჩუნებენ, მათ შორის მწვავე დაპირიპირება იქნება.
,,მე მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეული კონფრონტაციული ფონი იქნება, მაგრამ ამ ორი ადამიანის მდგომარეობა არ შეიცვლება. სანამ ერთი -პრემიერ-მინისტრია და მეორე ვიცე-პრემიერი, ეს ფონი შენარჩუნდება. ორივეს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა ივანიშვილის მხრიდან. ვფიქრობ, მწვავე ფონი შენარჩუნდება, ვიდრე ორივე თანამდებობაზეა. ჩემი აზრით კი, ამ კონფრონტაციას არც ერთი არ გადაჰყვება“,- აცხადებს მამუკა არეშიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.