ლონდონის მეტროში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები
15-09-2017, 02:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლონდონის მეტროში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები. ინფორმაციას გაზეთი „სანი“ ავრცელებს.

 

 

ბრიტანული გამოცემის თანახმად, რამდენიმე ადამიანს სახის დამწვრობა აქვს მიღებული. ადგილზე საგანგებო სამსახურის ჯგუფები არიან მობილიზებული.

 

 

 

 

პოლიციამ აფეთქების ფაქტი დაადასტურა, თუმცა დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

 

 

„ჩვენ საქმის კურსში ვართ მეტროსადგურ „პარსონს გრინზე“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან“, ნათქვამია ლონდონის პოლიციის მიერ „თვითერზე“ გაკეთებულ განცხადებაში.

 

 

 

მოგვიანებით კი სკოტლანდ იარდმა ინციდენტს ტერორისტული აქტი უწოდა.

 

 

გაზეთ „მეტროს“ ცნობით, ადამიანებს მძიმე დამწვრობები აღენიშნებათ.

 

 

ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 18 ადამიანი. ისინი საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. 

 

 

„The Sun”-ი წერს, რომ „ბომბი პლასტიკური სათლის შიგნით იყო დამონტაჟებული“ და იმაზე, რომ პოლიციამ „აღმოაჩინა მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის გაუვნებელყოფასაც ახდენს“. გარდა ამისა, გამოცემა ვინმე „დანით შეიარაღებული მამაკაცის“ შესახებ იუწყება, რომელსაც სამართალდამცველები ეძებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი