„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს და სოფელ კარდენახის მოსახლეობას შეხვდა, ასევე, ესტუმრა რამდენიმე საოჯახო ტიპის მარანსა და ღვინის ქარხანას.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, კარდენახელებთან შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა სოფლის ძირითადი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მოსახლეობას სამომავლო გეგმები, მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
„კარდენახს უდიდესი პოტენციალი აქვს მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო და ტურისტული ცენტრი გახდეს. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ პოტენციალის სრულად ასათვისებლად“, აღნიშნა ხანდამაშვილმა შეხვედრაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.