სილვია პაშკე: საქართველოში აგროსექტორი სწრაფად ვითარდება, რაც ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის
15-09-2017, 04:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური სისტემების განვითარების განყოფილების ხელმძღვანელს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში სილვია პაშკეს შეხვდა.

 


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა აგროსექტორში სადაზღვევო მიმართულების გაძლიერებისთვის ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობებზე იმსჯელეს და საქართველოში აგროდაზღვევის პროგრამის სრულყოფის პერსპექტივები განიხილეს.

 

 

„გერმანიის მთავრობა და ევროკავშირი საქართველოში აგრარული დარგის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს, რაც ცალსახად უმნიშვნელოვანესია მთავრობის ინიციატივების რეალიზებისთვის“, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 


სილვია პაშკეს განცხადებით, საქართველოში აგროსექტორი სწრაფად ვითარდება, რაც ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.

 


სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მამუკა კვარაცხელია ესწრებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი