ექპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის დავით შავლიაშვილის გადადგომის რეალური მიზეზი უწყებაში შექმნილი ვითარება გახდა. არეშიძემ ეს, გაზეთ ,,კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
,,შესაძლოა, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მართლაც აქვს პრობლემები, მაგრამ ამ ყველაფრის ნამდვილი მიზეზი არის ის, რაც ამ სამინისტროში რეალურად იყო შექმნილი. სამინისტროში 43-მილიონიან გაფლანგვამდე იქ იმდენი შენიშვნა იყო დაგროვილი შავლიაშვილის მიმართ, რომ როგორც ჩანს, ეს ბოლო წვეთი იყო“ - აცხადებს ექსპერტი.
მისივე თქმით, დავით შავლიაშვილი ამ თანამდებობაზე იმიტომ დანიშნეს, რომ გამოეყენებინათ.
,,მინდა გთხრათ, რომ შავლიაშვილი მინისტრად იმიტომ დანიშნეს, რომ გამოეყენებინათ. როგორც ჩანს, ასეც მოხდა. მის ზურგსუკან ბნელი საქმეები კეთდებოდა. 43 მილიონი ვიღაცამ ისე მიითვისა, რომ ფეხებზე დაიკიდა მთავრობაც და შავლიაშვილიც. ის რაც ინფრასტრუქტურის სამინისტროში ხდებოდა, სამარცხვინო ამბავია“,- აღნიშნავს ექსპერტი.
ამასთან, არეშიძის ინფორმაციით, ჯანდაცვისა და შს სამინისტროების გარდა, ყველა დანარჩენ სამინისტროში მოკვლევა მიმდინარეობს.
,,მე მაქვს ინფორმაცია, რომ ჯანდაცვისა და შსს-ს გარდა, ყველა დანარჩენ სამინისტროში მოკვლევა მიმდინარეობს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს, მე არ ვიცი, დაიჭერენ თუ არა მას, თუმცა 43 მილიონის გაფლანგვა ძალიან მძიმე ბრალდებაა. მე რომ პრემიერის ადგილზე ვყოფილიყავი, ყველას საკადრისს მივუზღვავდი, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ტიპის ქმედებაშია შემჩნეული“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.