„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, არჩილ გოგსაძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ფერსათის თემის წარმომადგენლებს შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მერობის კანდიდატმა ადგილობრივებისგან სოფელში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მოსახლეობის ძირითადი პრობლემები ინფრასტრუქტურულ საკითხებს - გზებისა და წყლის სისტემის მოწესრიგებას უკავშირდება.
შეხვედრაზე სოციალურ პრობლემებზეც ისაუბრეს. არჩილ გოგსაძე მოსახლეობას, გამარჯვების შემთხევაში, აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.