ხობის მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, დასუფთავების აქცია - „დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო“ გაიმართა.
ხობის გამგეობის ცნობით, აქციაში გამგეობის, საკრებულოს და თვითმმართველობის იურიდიული პირების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
მათივე ინფორმაციით, აქციაში მონაწილეებმა ქალაქ ხობში და ადმინისტრაციულ ერთეულებში წინასწარ განსაზღვრული ადგილები დაასუფთავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.