ხობში, მინი-ფეხბურთში, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის, რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილმა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ, რომელშიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წარმოება-დაწესებულებების გუნდები მონაწილეობდნენ.
ხობის გამგეობის ცნობით, საფეხბურთო ტურნირის გახსნის ცერემონიას გამგეობის, საკრებულოს და თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„გახსნით მატჩში ერთმანეთს გამგეობა/საკრებულოს და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის“ გუნდები შეხვდნენ. მატჩი ფრედ, ანგარიშით 2-2 დასრულდა.
ფინალური შეხვედრები, 21 სექტემბერს, ახალ ხიბულაში, რამაზ კიტიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.
სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება", აღნიშნულია ხობის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.