საქართველოს პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში განხორციელებულ ტერაქტს ეხმაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„უკიდურეს აღშფოთებას გამოვთქვამ ლონდონში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო.
ტერორისტებმა კიდევ ერთხელ განახორციელეს შეტევა ჩვენს საერთო ღირებულებებსა და უსაფრთხოებაზე. მტკიცე თანადგომას ვუცხადებ ბრიტანეთის ხელისუფლებასა და ბრიტანელ ხალხს.
დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ დავამარცხებთ ტერორიზმს და უზრუნველვყოფთ მშვიდობიან მომავალს ჩვენი ხალხების კეთილდღეობისათვის", აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.