საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეთა შორის წოლჭიმში ტურნირი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეჯიბრებაში შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებიდან ოცდასამმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა.
„ტურნირის გამარჯვებული IV მექანიზებული ბრიგადის გუნდი გახდა და შესაბამისად, ტურნირის თასიც მას გადაეცა. ინიდივიდუალურ შეჯიბრში გამარჯვებულმა სამხედროებმა კი, საპრიზო ადგილების მიხედვით მედლები მიიღეს.
ტურნირი 59, 66, 74, 83, 93, 105 კილოგრამ და აბსოლუტურ წონით კატეგორიებში ჩატარდა. შეჯიბრი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპორტული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, IV მექანიზებული ბრიგადის სპორტ-დარბაზში გაიმართა", აღნიშნულია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.