დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზატორობით, დუშეთში, მინი-ფეხბურთში, კახა კობიაშვილისა და შიოლა შიოლაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა.
გამგეობის ცნობით, შეჯიბრში დუშეთის მუნიციპალიტეტის 12 გუნდი მონაწილეობდა.
„საპრიზო ადგილები გადანაწილდა შემდეგნაირად: I. ადგილი დუშეთის „ბრუცო“ II. ადგილი „ფასანაური“ III. ადგილი დუშეთის „კატენაჩო“.
წარმოდგენილ ნომინაციებში დასახელდნენ: საუკეთესო მეკარე – გიორგი კელეხაშვილი, საუკეთესო ფეხბურთელი – აჩიკო კელიხაშვილი, საუკეთესო ბომბარდირი – ლექსო ღუდუშაური.
I ადგილზე გასულ გუნდს კახა კობიაშვილისა და შიოლა შიოლაშვილის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცა, ხოლო ტურნირში გამარჯვებული სხვა გუნდები სხვდასხვა საჩუქრებით დაჯილდოვდნენ“, აღნიშნულია დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.