შსს-ს გენერალური ინსპექციის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული თ. ჰ. და საქართველოს მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული გ. მ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თ.ჰ.-მ, სლოვენიის მოქალაქის ყალბი პასპორტის და ჩასხდომის ბარათში ყალბი თარიღ-დამღის გამოყენებით, თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თვითმფრინავში უკანონოდ შეაღწია. ასევე, დადგინდა, რომ მას დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში საქართველოს მოქალაქე გ.მ. დაეხმარა და ჩასხდომის ბარათში ყალბი თარიღ-დამღა დაუსვა.

„საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩაატარეს, რის შედეგადაც ამოიღეს: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის სამგზავრო პასპორტი და თურქეთის რესპუბლიკის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი სავარაუდოდ ყალბი დოკუმენტები, 7 ცალი საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სავარაუდოდ ყალბი თარიღ-დამღა, სამელნე და ოთხკუთხედი ფორმის ქაღალდზე დატანილი ქართული თარიღ-დამღა. ნივთმტკიცებად ამოღებული დოკუმენტები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.
გამოძიება თ. ჰ.-ს მიმართ სსკ-ს 19-344 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ყალბი საბუთების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობა), სსკ-ს 19-344-ე მუხლის 1 ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა) და სსკ-ს 362-ე მუხლის 1 ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის შეძენა-შენახვა-გამოყენება), ხოლო გ.მ.-ს მიმართ - სსკ-ს 19-25-344 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ყალბი საბუთების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობაში დახმარება), სსკ-ს 19-25-344-ე მუხლის 1 ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში დახმარება) და სსკ-ს 362-ე მუხლის 1 ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება და გასაღება) ბრალდებით მიმდინარეობს“, აცხადებენ შსს-ში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.