კახა კალაძე: „მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ძველი თბილისის ათი ქუჩა აღდგება“
16-09-2017, 01:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, კრწანისის მოსახლეობასთან, გუდიაშვილის სკვერში გამართული შეხვედრისას განაცხადა, რომ გუდიაშვილის სკვერი აღდგენა მოხდება და იგი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის.

 


მისივე თქმით, ურბანული განვითარების გეგმის შესაბამისად მოხდება ისტორიული უბნების აღდგენა.

 


„წარმოვადგინეთ 10 ქუჩის დასახელება, რომლის აღდგენასაც ვგეგმავთ და არჩევნების შემდეგ ამ პროექტებს განვახორციელებთ. ძველი თბილისის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან ყველამ კარგად დავინახეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეაბილიტირებული ძველი თბილისი. რამდენად მნიშვნელოვანია ახალი სიცოცხლის შემოტანა. ეს ყველაფერი ვნახეთ აღმაშენებლის მაგალითზე“, განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა, როგორც ამას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური იტყობინება.

 


მათივე ცნობით, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ტურისტული პოტენციალის უფრო მეტად გაზრდის მიზნით, გარდა ისტორიული უბნების აღდგენისა, სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებები და ფესტივალები დაიგეგმება.

 


„ჩვენს დედაქალაქში ვაპირებთ საინტერესო ფესტივალების გამართვას. ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც მისასალმებელია და უფრო მეტი საინტერესო პროექტი განხორციელდება. ამასთან ერთად, ძველი თბილისის რეაბილიტაციით ადამიანები მეტად დაინტერესდებიან. ტურისტის ჩამოსვლით უფრო მეტი შემოსავალი ჩნდება ბიუჯეტში, ადამიანებს მეტი შემოსავალი უჩნდებათ, ქალაქში ცხოვრება კი მეტად საინტერესო ხდება“, განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

 

 

 

 

მისივე თქმით, ხელი შეეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

 


„შეიძლება ეს პირდაპირ მერიის მუნიციპალიტეტის ფუნქცია-მოვალეობა არ იყოს, თუმცა, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია იმ პროგრამების ხელშეწყობა, რაც ეკონომიკის სამინისტროს აქვს წამოწყებული მეტი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით“, განაცხადა კახა კალაძემ.

 


თბილისის მერობის კანდიდატი კრწანისისა და ხეივნის ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობასაც შეხვდა. შეხვედრისას, კახა კალაძემ ხაზი გაუსვა ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს, მუნიციპალური ტრანსპორტის განახლების, მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობისა და სამშენებლო სტანდარტის საკითხებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი