დიახ, ხელისუფლებაში მოსვლის 5 წლის თავზე „ქართული ოცნებისგან“ აღარაფერი დარჩა, არც დეკლარირებული იდეალები, არც იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც გამოჭედა 2012 წლის გამარჯვება, არც ბიძინა ივანიშვილის „თვალუწვდენელი“ პოლიტიკური და პიროვნული რეიტინგი!
რატომ? იმიტომ, რომ კოჰაბიტაციის შედეგად პორტირებულმა ნაცებმა და მათ ბიზნესებში გაპარტნიორებულმა მეოცნებეებმა, შიგნიდან თუ გარედან, - გამოჭამეს, გამოხრეს, გამოშიგნეს ქვეყნის ეკონომიკა, - ჩაწყობილი ტენდერების, იმპორტზე კარტელურ-მონოპოლისტური გარიგებების, პარლამენტის წევრების და სახელმწიფო სამსახურში მყოფი მაღალჩინოსანი ბიუროკრატების ნათესავების ბიზნესის ლობირების და სხვა პროტექციონისტულ-კორუფციული სქემების (ნაცქოცური!) საშუალებებით!.. დაპირებული „სამართლიანობის აღდგენის“ ნაცვლად, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, სწორედ ის კადრები დატოვეს ან დააბრუნეს სახელმწიფოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო სისტემებში, რომლებიც ჩადიოდნენ უსამართლობას!
ცხადია, რომ ამ კადრებმა, არათუ სამართლიანობა არ აღადგინეს, არამედ მთელი ძალისხმევა მიმართეს საკუთარი დანაშაულობების გათეთრებისკენ და იმ ადამიანების იზოლაციისაკენ სახელმწიფო ინსტიტუტებიდან, რომლებიც შეუპოვრად ებრძოდნენ მათ, როგორც წინა დამნაშავე რეჟიმის აქტიურ შემოქმედებს! აი, ეს მოუტანა ქვეყანას - არაფორმალურმა მმართველობამ, მას შემდეგ, რაც 2013 წლის ნოემბერში ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პრემიერმინისტრის თანამდებობა, რითაც უდიდესი დარტყმა მიადგა სახელმწიფოს პოლიტიკურ სისტემას, მის ლეგიტიმურობას, რაც საქართველოს მსგავსი სახელმწიფოებისათვის მომაკვდინებელია!
ამიტომ, ამ უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსვლის ორი გზა არსებობს: ან, არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება სამართლებრივ ველში, პრემიერის პოსტზე და ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება, რასაც პარალელურად მოჰყვება სისტემური ცვლილებების განხორციელება, რომ დაიძლიოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური და მორალურ-ფსიქოლოგიური კრიზისი, ანაც, ქვეყანაში განვითარდება ისეთი პოლიტიკური პროცესები, რომლებიც უცილობლად გამოიწვევს არსებული არაფორმალური მმართველობის შეცვლას, რაც ბოლოს მოუღებს მანკიერი პოლიტიკური სისტემის არსებობას!
დიახ, უახლოეს თვეებში ცვლილებები გარდუვალია, რაც ახალი პოლიტიკური სისტემის დამკვიდრების აუცილებლობით არის განპირობებული, რადგანაც არსებული პოლიტსისტემა გაიხრწნა, ლპობის პროცესშია და ყარს!!!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.