„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღის მერობის კანდიდატი გოგი გოგილაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ამჯერად, მერობის კანდიდატი სოფლების - ზემო მაღაროსა და ნუკრიანის მოსახლეობას შეხვდა და მათ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. გოგილაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
შეხვედრებზე მერობის კანდიდატმა მუნიციპალური პროექტების დაგეგმარებისას მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში გადაწყვეტილებები მათთან კომუნიკაციების შედეგად უნდა იყოს მიღებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.