„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქრთველოს“ მერობის კანდიდატი თელავის მუნიციპალიტეტში შოთა ნარეკლიშვილი სოფელ ნაფარეულში სასპორტო გაერთიანების პედაგოგებს, მწვრთნელებსა და სპორტსმენებს შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე სპორტის განვითარებისა და ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის საჭირო ღონისძიებებზე ისაუბრეს. სპორტის წარმომადგენლების თქმით, აუცილებელია არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება და განახლება, ასევე, ახალი პროექტების განხორციელება ამ მიმართულებით.
საუბარი შეეხო ასევე ტურისტული პოტენციალის განვითარებას და სამეურნეო და სოციალური საკითხების მოგვარებას.
„სოფელს აქვს უდიდესი განვითარების ბაზა და პოტენციალი; ჩვენ ყველამ, ერთად, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რათა სოფელი გაძლიერდეს და ახალგაზრდებიც დაუბრუნდნენ მშობლიურ ადგილს“, განაცხადა მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.