რუსეთის ვორონეჟის ოლქის ქალაქ ბორისოგლებსკის აეროდრომის სიახლოვეს სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი ЯК-130 ჩამოვარდა. ინფრომაციას „რია ნოვოსტი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ინციდენტი სასწავლო-საწვრთნელი ფრენისას მოხდა. ეკიპაჟმა მოახერხა თვითმფრინავის ახლომდებარე შენობებიდან მოცილება და უსაფრთხოდ მოახდინა კატაპულტირება.
„ორივე მფრინავი მიწაზე დაშვებისთანავე კავშირზე გამოვიდა, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. რაიონში, სადაც თვითმფრინავმა ავარია განიცადა, პილოტების ევაკუაციისთვის სამძებრო-სამაშველო ჯგუფია გაგზავნილი“, ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობითვე, თვითმფრინავის ავარიის გამომწვევი მიზეზის გამოძიების მიზნით შემთხვევის ადგილზე გაემგზავრებიან შეიარაღებული ძალების უსაფრთხო ფრენების კომისიის წარმომადგენლები, რომლებიც ამ წუთებში ჩკალოვსკის აეროდრომიდან გასაფრენად ემზადებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.