პრემიერ მინისტრმა „ქართული ოცნების“ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები წარადგინა
16-09-2017, 08:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა, ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები წარადგინა.

 

სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები არიან:

  

მესტია           კაპიტონ ჟორჟოლიანი     - მოქმედი გამგებელი

 

ფოთი            გოჩა კურდღელია       

 

აბაშა             ლევან მაკალათია           

 

სენაკი            ლევან კუპრეიშვილი 

 

მარტვილი       ალექსანდრე გრიგალავა - მოქმედი გამგებელი

 

ხობი             გოჩა ქაჯაია              - მოქმედი გამგებელი

  

ზუგდიდი        ლაშა გოგია              - მოქმედი გამგებელი

 

წალენჯიხა       ბესიკ ფარცვანია         - მოქმედი გამგებელი        

 

ჩხოროწყუ        დავით გოგუა           - მოქმედი გამგებელი

 

 

აბაშაში თავდაპირველად მმართველ პარტიას მერობის კანდიდატად გელა ხოშტარია ჰყავდა წარდგენილი, თუმცა რამდენიმე დღის წინ იგი შეცვალა და მის ნაცვლად ლევან მაკალათია წარადგინა. 

 

 

„ეს ადამიანები მზად არიან იზრუნონ თითოეული თქვენგანის და თქვენი ოჯახების კეთილდღეობისთვის. მზად არიან იმისათვის, რომ ეს ულამაზესი რეგიონი გახდეს კიდევ უფრო ლამაზი და გაბრწყინებული. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა კანდიდატების წარდგენისას.

 

 

მთავრობის მეთაურმა მერობის კანდიდატები ასევე წარადგინა იმერეთში, კახეთში, გურიასა და აჭარაში. პრემიერი კანდიდატებს, საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში წარადგენს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი