„ქართული ოცნების“ ახმეტის მერობის კანდიდატი პანკისის ხეობაში ბირკიანის, ჯოყოლოს, დუისის, წინუბნის და ომალოს მოსახლეობას შეხვდა
16-09-2017, 09:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქრთველოს“ მერობის კანდიდატი ახმეტის მუნიციპალიტეტში, იოსებ ქარუმაშვილი, პანკისის ხეობაში სოფლების - ბირკიანის, ჯოყოლოს, დუისის, წინუბნის და ომალოს მოსახლეობას შეხვდა.

 


როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე ხელისუფლების მიერ პანკისის ხეობაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოფლებში დღეისთვის არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა.

 


პანკისელების თქმით, აუცილებელია გაგრძელდეს ხეობის ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა, რაც ხელს შეუწყობს ამ მხარეში ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებას.

 

 

თავის მხრივ, იოსებ ქარუმაშვილმა აღნიშნა, რომ პანკისის ხეობას აქვს უდიდესი ტურისტული პოტენციალი. „დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი ტურისტი. ჩვენ, თქვენი ჩართულობით და თქვენთან ერთად, მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სოფლები, ძლიერი სოფელი კი ნიშნავს ძლიერ მუნიციპალიტეტს და ძლიერ ქვეყანას“, განაცხადა მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი