საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატრომა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც 10 სექტემბერს პოლონეთ-უკრაინის „შეგინის“ საზღვრაზე მხარდამჭერების დახმარებით გაარღვია სახელმწიფო საზღვარი და წინააღმდეგობის მიუხედავად უკრაინაში შევიდა, განაცხადა, რომ კიევში, დაგეგმილი 19 სექტემბრის ნაცვლად, მასობრივ შეკრებას 17 ოქტომბერს გამართავს.
„ჩვენ გადავწყვიტეთ შევუერთდეთ სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივას და შევიკრიბოთ კიევში 17 ოქტომბერს სამი მოთხოვნით: შეიქმნას ანტიკორუფციული სასამართლოები, გაუქმდეს დეპუტატის ხელშეუხებლობის კანონი, მიღებულ იქნეს ახალი საარჩევნი კანონი, ხოლო დანარჩენ მოთხოვნებს ჩვენ მთელი უკრაინის გასწვრივ შევაგროვებთ 17 რიცხვამდე“, დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
უფრო ადრე სააკაშვილმა განაცხადა, რომ საჭირო იყო „კიევის სწრაფად გადარჩენა“ და ამიტომ უკრაინის რამდენიმე ქალაქში მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვის შემდეგ იგი ქვეყნის დედაქალაქში ჩასვლას და 19 სექტემბერს უმაღლესი რადის შენობის წინ მიტინგის გამართვას გეგმავდა. „19 - ეს არის, რამდენადაც მე ამის შესახებ გავიგე, გზაზე ვიღაცამ მითხრა, მიქაელ მთავარანგელოზის დღე, მე არ ვიცი... კიევის მფარველის. საჭიროა კიევის სწრაფად გადარჩენა!.. ჩვენ ყველანი გადავინაცვლებთ კიევში და ვიქნებით იქ. და ეს იქნება დასაწყისი“, განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილს უკრაინული მხარე სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავება. საქმე 4 მუხლითაა აღძრული. ამავე დროს საქართველოს მთავარი პროკურატურა მის ექსტრადიციას ითხოვს, თუმცა როგორც შაბათს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, სააკაშვილის ექსტრადირება არ განხორციელდება და მისი დაპატიმრება არც მის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის გამო მოხდება. „სააკაშვილის ამ ქვეყნიდან ექსტრადირება ვერ მოხდება მანამ, სანამ მას არ ექნება მუდმივი ბინადრობის დამადასტურებელი საბუთი ან სხვა დოკუმენტები, რომელსაც იგი წარმოადგენს“, განაცხადა მან.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ივლისში უკრაინის მოქალაქეობა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ იმ მოტივით ჩამოართვა, რომ როგორც უკრაინულმა კომისიამ მიიჩნია, სააკაშვილმა მისი მიღებისას არასწორი მონაცემები წარმოადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.