ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში ამბულატორიის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. ადიგენის გამგეობის ცნობით, პროექტზე 6 281 ლარი დაიხარჯა.
„პროექტის ფარგლებში მთლიანად განახლდა შენობის სახურავი, ახლით შეიცვალა არსებული კარ-ფანჯარა, მოეწყო წყლის სისტემა, ელექტროგაყვანილობა, თაბაშირ- მუყაოს ჭერი, შეიღება კედლები და აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით. სამუშაოები მიმდინარე წლის 7 ივლისს დაიწყო და 8 აგვისტოს დასრულდა. მოსახლეობა განხორციელებულ პროექტთან დაკავშირებით კმაყოფილებას გამოთქვამს", ნათქვამია ადიგენის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დასრულებული სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ ადგილზე მოინახულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.