„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ლილუაშვილთან ერთად, სოფელ ივანდიდის ამომრჩეველს შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მერობის კანდიდატმა მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ პროექტებზე ესაუბრა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის
განვითარებას.
„ჩვენი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო განვითარება და თქვენამდე ყველა იმ პროექტის მოტანა, რომელიც სამინისტრომ შეიმუშავა. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში და მჯერა, ერთმანეთის გვერდით დგომით ჩვენ აუცილებლად გვექნება ძლიერი სოფელი, რაც ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია“ აღნიშნა ლადო ჯურხაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.