თერჯოლის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო აქციის „დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო!“ ფარგლებში, დასუფთავების აქცია ჩატარდა.
თერჯოლის გამგეობის ცნობით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საავტომობილო გზების მიმდებარე ტერიტორია, ქალაქის ცენტრი, სოფლების ადმინისტრაციული შენობებისა და ტურისტული ლოკაციების მიმდებარე ტერიტორიები დასუფთავდა.
„აქციაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა(ა)იპების თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ქოჩიაშვილმა, ქ. თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილმა, გამგებლის მოადგილე მანუჩარ რობაქიძემ და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.
გარემოსდაცვითი კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“, რომელსაც საქართველო 2010 წელს შეუერთდა, 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით, ტარდება ყოველ სექტემბერს და მასში მონაწილეობს 130-მდე ქვეყანა დევიზით „ჩვენი ქვეყანა… ჩვენი პლანეტა… ჩვენი პასუხისმგებლობა“, აღნიშნულია თერჯოლის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.