მიხეილ სააკაშვილი: „მიუხედავად იმისა, რომ მე ძველი რევოლუციონერი ვარ, არ მაქვს არავითარი სურვილი მოვახდინო ახალი რევოლუციის ორგანიზება [უკრაინაში]“
17-09-2017, 16:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ვინიცში გამართული მიტინგისას განაცხადა, რომ მას არ აქვს სურვლი მოახდინოს ახალი რევოლუციის ორგანიზება.

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ მე ძველი რევოლუციონერი ვარ, არ მაქვს არავითარი სურვილი მოვახდინო ახალი რევოლუციის ორგანიზება“, განაცხადა სააკაშვილმა, როგორც ამას რუსული „რია ნოვოსტი“ ინტერნეტ-გამოცემა „გორდონზე“ დაყრდნობით იუწყება. სააკაშვილმა დაამატა, რომ ის და მისი მხარდამჭერები აპირებენ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს „კანონიერი მოთხოვნებით“.

 


„ჩვენ ვიმოგზაურებთ მთელი უკრაინის მასშტაბით და შევაგროვებთ მოთხოვნებს“, განაცხადა სააკაშვილმა და დაამატა, რომ ეს მოთხოვნები გადაგზავნილი იქნება უმაღლეს რადაში და ქვეყნის პრეზიდენტთან.

 

 

ამ განცხადების გაკეთებიდან ერთი დღით ადრე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც 10 სექტემბერს პოლონეთ-უკრაინის „შეგინის“ საზღვრაზე მხარდამჭერების დახმარებით გაარღვია სახელმწიფო საზღვარი და წინააღმდეგობის მიუხედავად უკრაინაში შევიდა, განაცხადა, რომ კიევში, დაგეგმილი 19 სექტემბრის ნაცვლად, მასობრივ შეკრებას 17 ოქტომბერს გამართავს. 

 


„ჩვენ გადავწყვიტეთ შევუერთდეთ სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივას და შევიკრიბოთ კიევში 17 ოქტომბერს სამი მოთხოვნით: შეიქმნას ანტიკორუფციული სასამართლოები, გაუქმდეს დეპუტატის ხელშეუხებლობის კანონი, მიღებულ იქნეს ახალი საარჩევნი კანონი, ხოლო დანარჩენ მოთხოვნებს ჩვენ მთელი უკრაინის გასწვრივ შევაგროვებთ 17 რიცხვამდე“, დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 


უფრო ადრე სააკაშვილმა განაცხადა, რომ საჭირო იყო „კიევის სწრაფად გადარჩენა“ და ამიტომ უკრაინის რამდენიმე ქალაქში მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვის შემდეგ იგი ქვეყნის დედაქალაქში ჩასვლას და 19 სექტემბერს უმაღლესი რადის შენობის წინ მიტინგის გამართვას გეგმავდა. „19 - ეს არის, რამდენადაც მე ამის შესახებ გავიგე, გზაზე ვიღაცამ მითხრა, მიქაელ მთავარანგელოზის დღე, მე არ ვიცი... კიევის მფარველის. საჭიროა კიევის სწრაფად გადარჩენა!.. ჩვენ ყველანი გადავინაცვლებთ კიევში და ვიქნებით იქ. და ეს იქნება დასაწყისი“, განაცხადა სააკაშვილმა.

 


სააკაშვილს უკრაინული მხარე სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავება. საქმე 4 მუხლითაა აღძრული. ამავე დროს საქართველოს მთავარი პროკურატურა მის ექსტრადიციას ითხოვს, თუმცა როგორც შაბათს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, სააკაშვილის ექსტრადირება არ განხორციელდება და მისი დაპატიმრება არც მის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის გამო მოხდება. „სააკაშვილის ამ ქვეყნიდან ექსტრადირება ვერ მოხდება მანამ, სანამ მას არ ექნება მუდმივი ბინადრობის დამადასტურებელი საბუთი ან სხვა დოკუმენტები, რომელსაც იგი წარმოადგენს“, განაცხადა მან.

 


საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ივლისში უკრაინის მოქალაქეობა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ იმ მოტივით ჩამოართვა, რომ როგორც უკრაინულმა კომისიამ მიიჩნია, სააკაშვილმა მისი მიღებისას არასწორი მონაცემები წარმოადგინა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი