„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გურჯაანის სანაყინეს ესტუმრა და ყიტაანში მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ამომრჩეველთან საუბრისას მერობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება სოფლის მეურნეობის განვითარებას დაუთმო.
„ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველაზე ძიერი მხარე, ძლიერი სოფლის მეურნეობაა. არც ერთ გლეხს მიწა დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო, არ გვაქვს დასაკარგი შესაძლებლობები. მაქსიმალურად მიზნობრივად უნდა გამოვიყენოთ რესურსები სოფლის მეურნეობის პროგრამის განხორციელებისთვის,“ აღნიშნა ხანდამაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.