უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე ლვოვის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება.
იგი პოლიციაში პოლონეთის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაიბარეს.
საყვარელიძემ, რომელიც სამართალდამცავ უწყებაში ადვოკატებთან ერთად მივიდა, დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, რომ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკური და აბსურდულია.
„პოლიტიკური ბრალდებებით ჩვენ ვერ გაგვაკვირვებს ადამიანი. ამ ბრალდებას ჰქვია დაუმორჩილებლობის ბრალდება რეჟიმის მიმართ, სისტემის მიმართ. ბევრი სისულელე წერია, რომ მაგალითად, ჩვენ შევუთანხმდით ჟურნალისტებს, „France-Presse“-ის, „reuters“-ის, „BBC“-ის ჟურნალისტებს წინასწარი შეცნობით და განზრახვით, რომ უკანონოდ გადმოგვეყვანა უკრაინულ-პოლონურ საზღვარზე, თუმცა, ყველაფერი ხდებოდა უკრაინულ ტერიტორიაზე, გავლილი იყო უკვე პოლონური საზღვარი. თითქოს ვცემეთ მესაზღვრე, რომელიც ამბობს, რომ ურტყამდა წვერებიანი, ბერეტიანი, მუქ მაისურში ჩაცმული დიდი აღნაგობის ადამიანი და ხელის შეშლა საბაჟო და სასაზღვრო რეჟიმისთვის, როდესაც თვითონ ამბობდნენ, რომ ყველაფერი არის დანაღმული და გაჩერებული. სისულელეებია, დროს დავკარგავთ მეტი არაფერი", განაცხადა საყვარელიძემ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.