„ნაციონალური მოძრაობა“: ხელისუფლება მასწავლებლებსა და მოსწავლეებს პოლიტიკური პროცესებისთვის იყენებს
18-09-2017, 04:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განათლების მიმართეულების ხელმძღვანელის, მარიამ გერსამიას განცხადებით, ხელისუფლება „ზოგადი განათლების შესახებ კანონს” არღვევს, რაც მისივე თქმით, მასწავლებლებისა და მოსწავლეების პარტიულ ღონისძიებებზე დირექტორის მოთხოვნით ჩართვას გულისხმობს.

 

 

„საარჩევნო პერიოდში, რომელიც დარღვევების ფონზე მიმდინარეობს, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ კამპანიებში განათლების სექტორში დასაქმებული პედაგოგები აქტიურად ჰყავს ჩართული. ასევე, სკოლების ადმინისტრაციულ რესურს იყენებს და მათ აქციებზე ხშირად ვხედავთ არასრულწლოვან მოსწავლეებს. ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებას - თავისი სურვილით ჩაერთოს პოლიტიკურ აქტივობებში, თუმცა, პარტიულ აქციებზე მოქალაქეების იძულებით, არაინფორმირებულობით ან მოტყუებით მიყვანა დაუშვებლად მიგვაჩნია.

 

 

ამის ერთ-ერთი მაგალითია 16 სექტემბერს, ქ. ზუგდიდში გამართული „ქართული ოცნების“ პარტიული წინასაარჩევნო აქცია, სადაც სხვადასხვა რაიონიდან ჩამოყვანილ აქტივს მასწავლებლები და მოსწავლეებიც შეადგენდნენ. როგორც აქციაზე მყოფი სკოლის მოსწავლეები ამბობდნენ, აქციაზე სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების დავალებით, თხოვნით იმყოფებოდნენ და ბევრმა მათთაგანმა, არც კი იცოდა, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერ აქციაზე მიდიოდა.

 

 

ამით დაირღვა „ზოგადი განათლების შესახებ კანონი”, რომლის მიხედვითაც „დაუშვებელიაზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება“. ამ ფაქტზე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უწყებათაშორის კომისიას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს სახალხო დამცველსა და სხვა უწყებებს მიმართა, რათა პრევენციული ღონისძიებები გატარდეს.

 

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განახლებული გუნდი, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მსგავსი ფაქტები სრულად აღმოფხვრილი იქნება", აცხადებენ პარტიაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი