ადიგენში, უახლოეს მომავალში საწარმო „ჩემპიონი“ გაიხსნება. თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმო ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ დაათვალიერა.
ადიგენის გამგეობის ცნობით, „ჩემპიონი“ კომბინირებულ ქატოს დაამზადებს.
„ქატოს შემადგენლობა სიმინდი, ქერი, ხორბალი და მარილია, საწარმო მაღალხარისხიან პროდუქციას შემოგვთავაზებს, თუმცა, ფასი საკმაოდ დაბალი ექნება, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის დარგის განვითარებას. საწარმოში დამზადდება სამი ტიპის საკვები: გრანულოვანი კომბინირებული საკვები, კომბინირებული ქატო, ფერმენტირებული თხევადი საკვები", ნათქვამია გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.