ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში შალვა დოლიძის სახელობის ტურნირი ჩატარდა
18-09-2017, 06:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 2008 წლის ომში დაღუპული, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის მეთაურის, მაიორ შალვა დოლიძის სახელობის სპორტული ღონისძიება გაიმართა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში და საერთაშორისო მისიებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები სირბილში, მშვილდოსნობაში, ცურვაში, პნევმატური იარაღიდან სროლაში, მძლეოსნობაში, მკლავჭიდში, მაგიდის ტენისში და ბილიარდში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.

 


სპორტული ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაალ კაპანაძემ გახსნა და დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა. მან ღონისძიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

„ტურნირის დასასრულს სპორტულ სახეობებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ და პრიზიორებს შესაბამისი მედლები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, პაატა პატიაშვილმა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ გადასცეს.

 


ღონისძიებას მაიორ შალვა დოლიძის ოჯახის წევრები, მეუღლე და ვაჟი ესწრებოდნენ“, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი