თბილისში, საბურთალოს რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა
18-09-2017, 07:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა - დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ პეკინის N23-ში თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, თემურ თორდინავასთან ერთად გახსნა და ბავშვებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.

 

 

დედაქალაქის მერიის ცნობით, N74-ე საბავშვო ბაღი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის. აღსაზრდელებისთვის აქ არის კეთილმოწყობილი, გამწვანებული შიდა ეზო სათამაშო მოედნითა და ატრაქციონებით. დღეს თბილისის მერმა საბავშვო ბაღს საჩუქრად საბავშვო ლიტერატურა გადასცა.

 

 

„ჩვენ დღეს გავხსენით ახალი საბავშვო ბაღი პეკინის გამზირზე. აქ არის ყველა პირობა იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები ღირსეულად აღიზარდონ. ამ ბაღში კიდევ მეტი ბავშვის მიღებას შევძლებთ მომავალში“, განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, პეკინის 23-ში მდებარე ბაგა-ბაღი 15 წლის წინ დაიხურა, ტერიტორია გასხვისდა დეველოპერულ კომპანიაზე, რომელიც ბაღის ადგილას მრავალსართულიანი კომპლექსის აშენებას გეგმავდა. თბილისის მერიამ აღნიშნული ტერიტორია გასულ წელს ადგილმონაცვლეობის პრინციპით დაიბრუნა და ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყო. ცხრა ჯგუფიან ბაღში დარეგისტრირებულ 350 აღსაზრდელს 70-კაციანი პერსონალი მოემსახურება. 2017 წლის შემოდგომაზე თბილისს ხუთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა. ახალი ბაღები იხსნება ასევე ვაშლიჯვრის დასახლებაში, ნაძალადევში, ჩუღურეთში და თბილისთან შემოერთებულ სოფელ წინუბანში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი