„დოკუმენტი, მესამე მოსმენით უახლოეს მომავალში მიიღება“, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ირაკლი კობახიძის თქმით, კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე მიღების თარიღი უახლოეს მომავალში დაზუსტდება. მისივე განცხადებით, ვენეციის კომისიასთან მუდმივად მიმდინარეობს კონსულტაციები და გადაწყვეტილებები ამის საფუძველზე მიიღება.
„რაც შეეხება სხდომის თარიღს, თარიღი დაზუსტდება უახლოეს მომავალში. ჩვენ გვაქვს მუდმივი კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან, საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით და გადაწყვეტილებები მიიღება ამ კონსულტაციების საფუძველზე. რაც შეეხება ცვლილებებს, ჩენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ცვლილებები არის ორი მოსმენით მიღებული. გრძელდება ამ დოკუმენტის განხილვა და მიიღება საბოლოო ჯამში დოკუმენტი მესამე მოსმენით უახლოეს მომავალში“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება ვეტოს - ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა.
„ვეტოს დადება არის პრეზიდენტის პრეროგატივა, ჩენი პრეროგატივა არის ამ ვეტოს განხილვა და შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება“, აღნიშნა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.