ქარიშხალმა „მარიამ“ დომინიკას „ფართომასშტაბიანი ზარალი“ მიაყენა, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, რუზველტ სკერიტმა.
„ჩვენ დავკარგეთ ყველაფერი, რისი ყიდვაც კი ფულით არის შესაძლებელი“, განაცხადა მან „ფეისბუქის“ გვერდზე, როგორც ამას BBC იუწყება.
ქარიშხალი „პოტენციურად კატასტროფულ“ მეხუთე კატეგორიის შტორმად იქცა, სანამ კარიბის კუნძულებს დაატყდებოდა თავს.
უფრო ადრე პრემიერ მინისტრმა „ფეისბუქის“ პირდაპირში განაცხადა, რომ მისი საკუთარი სახურავი ნაფლეთებად იყო ქცეული.
„ჩემი უდიდესი შიში იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გავიღვიძებთ ახალი ამბებით, რომელიც გვამცნობს სერიოზულ ფიზიკურ დაზიანებებსა და შესაძლოა დაღუპულებზე, რადგან უწყვეტი წვიმები მეწყერების გამომწვევი იქნება“, დაწერა მან მას შემდეგ, რაც იგი მაშველებმა გადაარჩინეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.