საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახაბერ გულედანმა ქალაქ ხობში, ხობის მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, ხობის მერობისთვის გოჩა ქაჯაია (დაბლა ფოტოზე) იბრძოლებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში,ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან:

კონსტანტინე ნასარაია - ქალაქი ხობი;
ვლადიმერ ქანთარია - ქალაქი ხობი;
ვეკუა ნიკოლოზი - ახალსოფელი;
მერაბ ნადარაია - ახალი ხიბულა;
ფრიდონ შონია - ბია;
გოჩა ჯობავა - პირველი მაისი;
თეა გელანტია - გურიფული;
თენგიზ აბაკელია - ზემო ქვალონი;
მზია ლემონჯარია - თორსა-დღვაბა;
გოჩა სიჭინავა - ნოჯიხევი;
აკაკი ხურცილავა - პატარა ფოთი;
როსტევან გვარამია - პირველი ხორგა;
იგორ გოგოლაძე - საგვიჩიო;
ავთანდილ ხუნჯუა - საჯიჯაო;
კახა მიქაბერიძე - ქარიატა;
ტარიელ ალექსანდრია - ქვემო ქვალონი;
ბექა მამაცაშვილი - ჭალადადი;
გია წულაია - ყულევი;
გიგა ნასარაია - შუა ხორგა;
გენადი ქაძანაია - ძველი ხიბულა;
ვასილ კუკავა - ხამისკური;
აბელ ქირია - ხეთა.

„ჩვენ წარმოვადგენთ იმ პოლიტიკური გუნდის ნაწილს, რომლისთვისაც უმთავრესი ღირებულება ადამიანის ღირსება და თავისუფლებაა.ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული საქმიანობის შედეგად ხობის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემები მოგვარდა. ხობს ჰყავს მერობის ღირსეული კანდიდატი, რომელიც მზადაა იზრუნოს თითოეული თქვენგანის და თქვენი ოჯახების კეთილდღეობაზე. მტკიცედ მწამს და მჯერა, ერთად დგომით, აუცილებლად გავიმარჯვებთ 21 ოქტომბრის არჩევნებში და ერთად შევქმნით ხობის ხვალინდელ დღეს“, განაცხადა ირაკლი ბერაიამ კანდიდატების წარდგენისას, როგორც ამას პარტიის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.