საქართველოს პრემიერ მინისტრი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
19-09-2017, 02:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და ეუთო-ს თანამშრომლობა, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ეუთო-ს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ეუთო-ს გენერალური მდივნის, ტომას გრემინგერის შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში გაიმართა.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას, პრემიერმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და ხაზი გაუსვა ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში.

 


საუბარი ასევე შეეხო საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. პრემიერმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის აქტიური ჩართულობისთვის საარჩევნო პროცესის მონიტორინგში, რაც მაქსიმალურად გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

 


პრემიერმა ტომას გრემინგერს ეუთო-ს გენერალურ მდივნად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი