ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოს მოსახლეობამ უნდა დაასრულოს ხარკის ხდა ბიძინა ივანიშვილისთვის, აღნიშნული განცხადება „ქართუ ბანკის“ სათაო ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ აქციაზე პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, „ქართუ ბანკი“ ბიძინა ივანიშვილის ძარცვის ინსტრუმენტად იქცა.
„ეს არის ბანკი, რომელიც პირთამდე სავსეა ხალხისთვის წართმეული ფულით, ეს არის ბანკი, რომელიც პირთამდე სავსეა გაუმჭვირვალე და უკანონო ტენდერებში მოპოვებული ფულით, ეს არის ბანკი, რომელიც იქცა ბიძინა ივანიშვილის ძარცვის ინსტრუმენტად, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ეს არის ბანკი, რომელმაც არნახული მოგება ნახა, 1700%-იანი, 17-ჯერ გამდიდრდა და ეს ყველაფერი საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე. ეს არის ბანკი, რომელიც იქცა ბიძინა ივანიშვილის შავი ფულის სარეცხ მანქანად და ამ ფულით ფინანსდებიან ხელისუფლების უმაღლესი მაღალჩინოსნები და უმრავლესობის წევრები. ამ ფულით ფინანსდება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიები და ისევ მოსახლეობის ხარჯზე. ეს არის ბანკი, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს ფინანსურ ინსტიტუტებთან", განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.